მთავარი გვერდი  გახადე საწყისი რეკლამის განთავსება კონტაქტი
POP.interes.ge
დღის ჰოროსკოპი – 18.05.2012
ვერძიდღეს გაგიმართლებთ ყველა იმ საქმეში რასაც წამოიწყებთ, ამიტომ ვალდებული ხართ ეს დღე გამოიყენოთ და ბევრი საქმის გაკეთება მოასწროთ.
კურომოერიდეთ გენიალურ იდეებს, განსაკუთრებით სხვისას. შეიძლება არც თუ ისე სახარბიელო ინფორმაცია მიიღოთ. შეეცადეთ პარტნიორის არჩევისას მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.
ტყუპებისამსახურში ცვლილებებია, სხვათა შორის თქვენს სასარგებლოდ. ყველაფერი კი თქვენი პირადი მომხიბვლელობის ბრალია. საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და ისე იმოქმედეთ. ხანდახან თქვენი თავი პარტნიორის ადგილას დააყენეთ, ასე უფრო გაგიადვილდებათ მასთან ურთიერთობა.
კირჩხიბიდღეს არავითარი ფინანსური ოპერაცია არ დაგეგმოთ. შეეცადეთ, მთელი დღე მშვიდად გაატაროთ. ხოლო დღის ბოლო დაუთმეთ თქვენს ოჯახს.
ლომიეს პოზიტიური პერიოდი მაქსიმალურად უნდა დატვირთოთ შეხვედრებით, მნიშვნელოვანი საქმეებით, მოლაპარაკებებითა და ახალი შემოქმედებითი პროექტებით. ამ დღეებში შეიძლება ზოგიერთი ოცნებაც კი აგისრულდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი საქმიანობა ძალიან ნაყოფიერი იქნება.
ქალწულიდღეს განსაკუთრებული ხიბლი შეგემატებათ. ეცადეთ, ეს პლუსი გამოიყენოთ. საქმეში ზედმეტი ემოციების გარეშე იმოქმედეთ. ახალი ნაცნობობა მომავალში სერიოზულ პერსპექტივებს გპირდებათ.
სასწორიშეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხელმძღვანელთან კონტაქტს, რადგან ამ დღეს მასთან კონფლიქტი გარდაუვალია. პირად ცხოვრებაში ყველა პრობლემა დარეგულირდება, თუ თქვენი პარტნიორის სურვილებს გაითვალისწინებთ. დღეს შექმნილი პრობლემების მიზეზი საკუთარ თავში ეძიეთ. ზედმეტად თავდაჯერებული ხართ. ფრთხილად იყავით-შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ, რაც მოგვიანებით ბევრ სირთულეს შეგიქმნით.
მორიელიმოულოდნელად ყველას გააოცებთ, თქვენ უგულო ადამიანად გიცნობდნენ, თუ ამხელა სიყვარულს ატარებდით, თუ ასეთი გულის პატრონი იყავით ვერავის წარმოედგინა. ეცადეთ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.
მშვილდოსანიდღეს ეცადეთ კარგი განწყობა შეინარჩუნოთ, რადგან ეს პირდაპირ აისახება თქვენს კარიარასა და პირად ცხოვრებაზე. პრობლემების მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარებიან.
თხისრქადღეს გელით იმედგაცრუება, ამიტომ ეცადეთ ადვილად რეალიზებადი და პტაქტიკული მიზნები დაისახოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
მერწყული დღეს თანამოაზრეების პოვნა გაგიმარტივდებათ. თუკი რეალისტი იქნებით, თქვენს მიერ წამოწყებული ყველა საქმე წარმატებით დასრულდება. თავს ენერგიულად და მხნედ იგრძნობთ. დღის ბოლო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
თევზებიწარმატებული დღეა ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები სასიკეთო იქნება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათის. ეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, რათა არ გააქტიურდნენ ფარული მტრები.
 თუ თქვენ დაიბადეთ:
loading...
Powered by George Chumburidze - All Rights ReservedCopyright © 2008interes.ge
ყველა უფლება დაცულია
 
 
დაგვიმეგობრდით და მიიღეთ სიახლეები!!!